ნავალნის მიერ პუტინის წინააღმდეგ გახმოვანებული ბრალდებები უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელია- დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ალექსეი ნავალნის მიერ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ გახმოვანებული ბრალდებები უსაფუძვლო და მიუღებელია.

 

„მიგვაჩნია, რომ ასეთი ბრალდებები რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ აბსოლუტურად უსაფუძვლო, მიუღებელი და შეურაცხმყოფელია“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ მისი მოწამვლის უკან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დგას. „ვაცხადებ, რომ ამ დანაშაულის უკან პუტინი დგას, მე არ მაქვს სხვა ვერსია იმის შესახებ, რაც მოხდა,“- განაცხადა ნავალნიმ Der Spiegel-თან ინტერვიუში.

“აიპიენი”