2024 წელს, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 024 ლარსა და 40 თეთრს გაუტოლდა, – ამის შესახებ „საქსტატის“ 2024 წლის საწარმოთა გამოკვლევის ანგარიშშია აღნიშნული.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა სახელფასო ნიშნული 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით 197.2 ლარით არის გაზრდილი.
ამასთან, საწარმოთა ზომის მიხედვით, საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირად ნაწილდება:
- მსხვილი ბიზნესი – 2 297.4 ლარი;
- საშუალო ზომის ბიზნესი – 2 443.8 ლარი;
- მცირე ბიზნესი – 1 437.5 ლარი.
შეგახსენებთ, რომ ამავე მონაცემებით, 2024 წელს, ბიზნეს სექტორის ბრუნვა 11.6%-ით გაიზარდა და 228.5 მილიარდი ლარი შეადგინა.