კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთს არ შეიძლება „ქაღალდის ვეფხვი“ ვუწოდოთ, რადგან ის, ფაქტობრივად, მთელ ნატოს ებრძვის და თავდაჯერებულად გრძნობს თავს.
„ქაღალდის ვეფხვი. მე უკვე ვთქვი, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში რუსეთი ებრძვის არა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ან უკრაინას, არამედ. პრაქტიკულად. ნატოს ყველა ქვეყანას. თუ ჩვენ ვებრძვით მთელ ნატოს ბლოკს და წინ მივდივართ, თავდაჯერებულად ვგრძნობთ თავს, ეს ქაღალდის ვეფხვია? მაშინ რა არის თავად ნატო? რას წარმოადგენს ის?“, – აცხადებს პუტინი.
ამასთან, პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ რუსეთი თავდაჯერებული იყოს.
„ჩვენ თავდაჯერებულები ვართ“, – დასძინა კრემლის ლიდერმა.