პუტინი აცხადებს, რომ უკრაინისთვის ამერიკული Tomahawk-ის რაკეტების მიწოდება ესკალაციის სრულიად ახალი ეტაპი იქნება

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინისთვის ამერიკული Tomahawk-ის რაკეტების მიწოდება ესკალაციის თვისობრივად ახალი ეტაპი იქნება, მათ შორის რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებში.

„დააზიანებს თუ არა ეს ჩვენს ურთიერთობებს, რომელშიც გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა? რა თქმა უნდა, დააზიანებს, მაგრამ როგორ შეიძლება არ დააზიანოს? Tomahawk-ის ტიპის რაკეტების გამოყენება ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების პირდაპირი მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. ეს ესკალაციის სრულიად ახალი, თვისობრივად ახალი ეტაპი იქნება, მათ შორის რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებში“, – აცხადებს ვლადიმერ პუტინი.