„გამოიჩინეთ უკიდურესი სიფრთხილე – განსაკუთრებით თბილისის ცენტრში” – პოლონეთის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს მიმართავს

ხვალ, 4 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნებისა და დაანონსებული საპროტესტო აქციები გამო, პოლონეთის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს.

„გამოიჩინეთ უკიდურესი სიფრთხილე - განსაკუთრებით თბილისის ცენტრში” – პოლონეთის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს მიმართავს

შესაბამისი მოწოდება საელჩომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„4 ოქტომბერს დაანონსდა მასობრივი საპროტესტო აქციები თბილისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.

ჩვენს მოქალაქეებს ვურჩევთ, გამოიჩინონ უკიდურესი სიფრთხილე და უსაფრთხოების მიზნით თავი აარიდონ დიდ შეკრებებს, განსაკუთრებით თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასა და თავისუფლების მოედანზე.

დემონსტრაციებმა შეიძლება მოძრაობის შეფერხება გამოიწვიოს.

უახლესი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, თვალი ადევნოთ ადგილობრივ მედიას,“ – წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.