რომელ რეგიონშია ყველაზე მაღალი აქტივობა – 275 948 ადამიანმა ხმა უკვე მისცა: 10:00 საათის მონაცემები

10:00 სა­ა­თის მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე 275 948 (7.85%) ამომ­რჩე­ვე­ლი მი­ვი­და – ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი აქ­ტი­ვო­ბა რაჭა-ლე­ჩხუმ­შია, – ამის შე­სა­ხებ ცეს­კოს პრესს­პი­კერ­მა, ნა­თია იო­სე­ლი­ან­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ამ დრო­ის­თვის სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

“სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცია გა­ნაგ­რძობს ამომ­რჩევ­ლე­ბი­სა და არ­ჩევ­ნებ­ში ჩარ­თუ­ლი მხა­რე­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას კენ­ჭისყ­რის დღის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამ დრო­ის­თვის სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე ხმის მი­ცე­მის პრო­ცე­სი მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

  • გა­გაც­ნობთ ამომ­რჩე­ველ­თა აქ­ტი­ვო­ბას 10:00 სა­ა­თის მდგო­მა­რე­ო­ბით. ამ დრო­ი­სათ­ვის სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე 275 948 (7.85%) ამომ­რჩე­ვე­ლი მი­ვი­და. ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი აქ­ტი­ვო­ბა რაჭა-ლე­ჩხუმ­შია.

იმ ამომ­რჩევ­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო თა­ვად ვერ მი­დი­ან არ­ჩევ­ნებ­ზე, გა­და­სა­ტა­ნი ყუ­თე­ბი უკვე გა­ვი­და სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი­დან. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ის ამომ­რჩევ­ლე­ბიც გა­დი­ან მარ­კი­რე­ბას, რომ­ლე­ბიც გა­და­სა­ტა­ნი ყუ­თის გა­მო­ყე­ნე­ბით მის­ცე­მენ ხმას.

სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, დღეს, კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბა­ში იკ­რძა­ლე­ბა აგი­ტა­ცია. და­უშ­ვე­ბე­ლია კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბის შე­სას­ვლე­ლი­დან 25 მეტ­რის მან­ძილ­ზე სა­ა­გი­ტა­ციო მა­სა­ლის გან­თავ­სე­ბა. და­უშ­ვე­ბე­ლია აგ­რეთ­ვე კენ­ჭისყ­რის დღეს კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბა­ში ან კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბი­დან 100 მეტ­რის მან­ძილ­ზე ამომ­რჩევ­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბის ფი­ზი­კუ­რად შე­ფერ­ხე­ბა. ასე­ვე და­უშ­ვე­ბე­ლია კენ­ჭისყ­რის დღეს კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბი­დან 100 მეტ­რის მან­ძილ­ზე ადა­მი­ან­თა შეკ­რე­ბა ან ამომ­რჩე­ველ­თა აღ­რი­ცხვა.

ასე­ვე, 20:00 სა­ა­თამ­დე იკ­რძა­ლე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ი­სა და რა­დი­ოს ეთერ­ში წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ფა­სი­ა­ნი ან/და უფა­სო რეკ­ლა­მა. ასე­ვე, იკ­რძა­ლე­ბა არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა,“ – გა­ნა­ცხა­და იო­სე­ლი­ან­მა.