რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 10%-ით გაიზარდა, თურქეთიდან კი 14%-ით შემცირდა – „თიბისი კაპიტალი“

2025 წლის პირველ ნახევარში ზომიერად გაიზარდა როგორც საერთაშორისო ვიზიტები, ისე -შემოსავლები ტურიზმიდან. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ უახლესი კვლევიდან ვგებულობთ.

კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში შემოსავლები ტურიზმიდან 1.97 მლრდ დოლარს გაუტოლდა, რაც 3.8%-ით მეტია, წინა წლის ანალოგიუყრ პერიოდთან შედარებით. რაც შეეხება საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობას, გასული წელთან შედარებით წელს 4.6%-ით მეტი ტურისტი შემოვიდა, რამაც ჯამში 2 810 524 მლნ ადამიანი შეადგინა.

რაც შეეხება ვიზიტების რაოდენობას მეზობელი ქვეყნებიდან, ის ასე გადანაწილდა :

  • რუსეთი – 581
  • თურქეთი – 534
  • სომხეთი – 391
  • აზერბაიჯანი – 131

აღსანიშნავია, რომ ბოლო 6 თვეში ვიზიტები რუსეთიდან 10%-ით გაიზარდა, თურქეთიდან 14%-ით შემცირდა, სომხეთიდან 1%-ით გაიზარდა, ხოლო აზერბაიჯანიდან – 36%-ით გაიზარდა.