The Islander: კობახიძე იცავს არა მხოლოდ საკუთარ მთავრობას, არამედ პრინციპს, რომლის თანახმადაც სუვერენულ ერს თავად აქვს უფლება აირჩიოს კურსი

ახალი ამბების ირლანდიური პორტალი The Islander-ი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იცავს არა მხოლოდ საკუთარ მთავრობას, არამედ პრინციპს, რომლის თანახმადაც სუვერენულ ერს თავად აქვს უფლება აირჩიოს კურსი.

„კობახიძე იცავს არა მხოლოდ საკუთარ მთავრობას, არამედ პრინციპს, რომლის თანახმადაც სუვერენულ ერს თავად აქვს უფლება აირჩიოს კურსი, რომელიც თავისუფალია დასავლეთის არასამთავრობო ორგანიზაციების მარიონეტებისა და სოროსის მისიონერებისგან“, – წერს The Islander-ი.

გამოცემა გუშინ თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ის, რაც მოხდა საქართველოს დედაქალაქში, არ იყო სტიქიური მიტინგი. ეს იყო საქართველოს მთავრობის ჩამოშორების მიზნით დაგეგმილი ჰიბრიდული ომის კლასიკური ოპერაცია.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხი დაიღალა დანიშნული ევროპელი ტექნოკრატების ლექციების მოსმენით. მათ ახსოვთ იუგოსლავია, მაიდანი, მოლდოვა.

„დაე, იბობოქრონ ელიტებმა, გაზეთების სათაურებმა. საქართველო იღვიძებს და სერბეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის მზარდ გუნდს უერთდება… როცა ხალხი ხმას იღებს, იმპერია თრთის. ამ თრთოლვის ხილვა დღეს საღამოს თბილისიდან ბელგრადამდე არის შესაძლებელი“, – წერს გამოცემა.