ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე გადადგომის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას სავარაუდოდ რამდენიმე საათში გააკეთებს.
არსებული ინფორმაციით, ცერცვაძე ინფექციურ საავადმყოფოში მისვლას და განცხადების გაკეთებას 19.00 საათზე გეგმავს.
ცნობისთვის, დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს.
წყარო: fortuna.ge