რა ეღირება და როგორი იქნება ახალი ID ბარათები – დღეიდან პირადობის მოწმობები ახალი დიზაინით გაიცემა

გა­ნახ­ლე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი პას­პორ­ტის და ბი­ნად­რო­ბის ელექტრო­ნუ­ლი მოწ­მო­ბე­ბის გა­ცე­მა იწყე­ბა. სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ დო­კუ­მენ­ტებს მი­ი­ღე­ბენ ის პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მიმ­დი­ნა­რე წლის 6 ოქ­ტომ­ბრი­დან გა­ა­კე­თე­ბენ გა­ნა­ცხადს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ახა­ლი პი­რა­დო­ბის სა­ფა­სუ­რი იგი­ვე რჩე­ბა, ვა­დი­ა­ნი დო­კუ­მენ­ტე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი კი ვალ­დე­ბუ­ლი არ არი­ან შეც­ვა­ლონ ისი­ნი ახ­ლით.

ცნო­ბის­თვის, პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მოწ­მო­ბის სა­ფა­სუ­რი (ფო­ტო­სუ­რა­თი­სა და სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბის ჩათ­ვლით) 66 ლარს შე­ად­გენს.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბა ახა­ლი დი­ზა­ი­ნის ID ბა­რა­თი, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ახა­ლი დი­ზა­ი­ნის მოწ­მო­ბა­ზე და­ტა­ნი­ლი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო გერ­ბი სრუ­ლი სა­ხით, ერთ ფერ­ში და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო დრო­შა. კერ­ძოდ:

„მოწ­მო­ბის ფო­ნუ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის ნა­ბეჭ­დი ელე­მენ­ტე­ბი ისე უნდა იყოს გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი, რომ რთუ­ლი იყოს ფო­ნუ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის დაშ­ლა (მა­გა­ლი­თად, ობი­ექ­ტის და­ნა­წევ­რე­ბა პა­ტა­რა კომ­პო­ნენ­ტე­ბად) გა­ყალ­ბე­ბის მიზ­ნით და მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი ად­ვი­ლად აღ­მო­სა­ჩე­ნი იყოს.

მოწ­მო­ბა უნდა შე­ი­ცავ­დეს: სა­ხელს; გვარს; სქესს; მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას; და­ბა­დე­ბის თა­რიღს; და­ბა­დე­ბის ად­გილს; პი­რად ნო­მერს; ფო­ტო­სუ­რათს; პი­რა­დი ხელ­მო­წე­რის ნი­მუშს; მოწ­მო­ბის გამ­ცე­მი ორ­გა­ნოს და­სა­ხე­ლე­ბას; მოწ­მო­ბის გა­ცე­მის თა­რიღს…გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა