რობერტ ფიცო ევროკავშირს სამშვიდობო პოლიტიკას უწუნებს და აღნიშნავს, რომ ომი უკრაინაში დიდი ხნის დასრულებული იქნებოდა, ევროპულ გაერთიანებას ომის მხარდასაჭერად გამოყენებული ენერგია და ხარჯები, მშვიდობისკენ რომ მიემართა.
ფიცოს თქმით, სლოვაკეთის მთავრობის საგარეო პოლიტიკის მიზანი რუსეთის დამარცხება კი არა, ომის დასრულებაა.
„სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის მიზანი რუსეთის დამარცხება არ არის. ჩვენი მიზანია უკრაინაში ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება. ევროკავშირი იმდენ ენერგიას რომ ხარჯავდეს მშვიდობაზე, რამდენსაც უკრაინაში ომის მხარდასაჭერად ხარჯავს, ომი შესაძლოა დიდი ხნის წინ დასრულებულიყო“, – ამბობს ფიცო.