საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა – სებასტიან ლეკორნუ მთავრობის მეთაური 27 დღე იყო

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნუ თანამდებობიდან გადადგა.

ფრანგული მედიის თანახმად, სებასტიან ლეკორნუმ ქვეყნის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა, რომელმაც თხოვნა დააკმაყოფილა.

ფრანგული მედია წერს, რომ 9 სექტემბერს დანიშნული მთავრობის მეთაური 5 ოქტომბერს თავისი მთავრობის ნაწილის წარდგენის შემდეგ, ოპონენტების და მემარჯვენეების კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.

7 ოქტომბერს სებასტიან ლეკორნუს ეროვნული ასამბლეისთვის ზოგადი პოლიტიკა უნდა წარედგინა.