რუსული ჯარები სუმისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში წინ მიიწევენ – Deep State-ის ანალიტიკოსები

რუსული ჯარები სუმისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში წინ მიიწევენ, – ამის შესახებ Deep State-ის ანალიტიკოსები იუწყებიან. Deep State-ის ანალიტიკოსების თქმით, ეს ექვს დასახლებულ პუნქტს ეხება.

კერძოდ, განახლებული რუკა აჩვენებს, რომ სუმის რეგიონში მოწინააღმდეგე წარმატებას აღწევს სოფელ ნოვომიკოლაევკასთან.

მათივე ცნობით, ასევე, ზაპოროჟიეს რეგიონში ოკუპანტებმა მოახერხეს წინსვლა ხუთ სოფელთან: ნოვოივანოვკა, ოხოტნიჩე, მალინივკა, ვიშნევე და პოლტავკა.