ალექსეი ნავალნი დიმიტრი პესკოვს სასამართლოში უჩივის

რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანს, დიმიტრი პესკოვს სასამართლოში უჩივის.

 

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ არსებობს ინფორმაცია, რომ ალექსეი ნავალნისთან აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს სპეციალისტები მუშაობენ.

„იცით, რომ სასამართლოში პროპაგანდისტების წინააღმდეგ საჩივარი ძალიან იშვიათად შემაქვს. უბრალოდ დროის დაკარგვა არ მსურს. თუმცა, ამ შემხვევაში სახელმწიფო ჩინოვნიკისგან განცხადება გაკეთდა“, – განაცხადა ალექსეი ნავალნიმ.

ალექსეი ნავალნიმ ასევე მოითხოვა, რომ ის მტკიცებულებები გამოქვეყნდეს, რომელიც მის შშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს სპეციალისტებთან მუშაობას ადასტურებს.

“იმედი”