„რა ეუთო/ოდირის საქმეა ის გამოძიება, რაც მიმდინარეობს? საერთოდ, რატომ ერევიან ჩვენს შიდა საქმეებში? გაუგებარია“, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ეუთო/ ოდირის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
მისი თქმით, ფაქტზე მიმდინარე გამოძიება საქართველოს შიდა საქმეა.
ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ვხედავთ მიკერძოებულ განცხადებას, თან რაღაც ურთიერთგამომრიცხავი წინადადებები ეწერა მათ განცხადებაში. საერთოდ, რატომ ერევიან ჩვენს შიდა საქმეებში? რა ეუთო/ოდირის საქმეა ის გამოძიება, რაც მიმდინარეობს? გაუგებარია.
თუმცა კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ კარგად გადაახვიონ კადრები და ნახონ, თუ როგორი შტურმი ხორციელდებოდა პრეზიდენტის სასახლეზე. იქ იყო პირდაპირი დამხობის გეგმა, რომელიც ჩავარდა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენმა სამართალდამცავმა უწყებებმა ძალიან მაღალი პროფესიონალიზმით იმუშავეს“, – აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე.