„ჩვენი შვილები, ჩვენი ვაჟები, ჩვენი ჯარისკაცები არასდროს მოკვდებიან უკრაინისთვის,” – ამის შესახებ პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” ლიდერმა, ალის ვაიდელმა განაცხადა.
მისი თქმით, “ალტერნატივა გერმანიისთვის” საკუთარი ქვეყნის თავდაცვის ერთგული რჩება და ეწინააღმდეგება უკრაინაში ომის წაქეზებას.
ვაიდელი მიიჩნევს, რომ ვისაც ომი უნდა, თავად უნდა წავიდეს საომრად, მათ შორის, კანცლერი ფრიდრიხ მერცი.
“ჩვენ უარვყოფთ ფედერალური მთავრობის წინადადებას სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ. ჩვენ ერთგულნივართ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისა, მაგრამ არა უკრაინაში ამ ომის წაქეზების.თქვენ იცით ჩემი შეხედულება, თუ ვინმეს ომი სურს, თავად უნდა წავიდეს. ფრიდრიხმერცი თვითონ წავიდეს უკრაინის საზღვართან და იომოს.” – განაცხადა ალის ვაიდელმა.