გორდულაძე: ჯო უილსონს თურმე ღამე ეღვიძება, ჩემი ქართველი ხალხი ხომ კარგად არისო, ის ერთი ჩვეულებრივი კომიკური კოშმარია საქართველოს რეალობაში

ჯო უილსონი ერთი ჩვეულებრივი კომიკური კოშმარია საქართველოს რეალობაში – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადება.

მისი თქმით, „საქართველოს რეალობაში ჯო უილსონი არის ერთი ჩვეულებრივი კომიკური კოშმარი“.

„ეს არის ადამიანი, რომელიც ჩართულია ყველანაირ აქტივობაში საქართველოს წინააღმდეგ. როგორც აღმოჩნდა, თურმე ჯო უილსონს ღამე ეღვიძება და არ აძინებს, ჩემი ქართველი ხალხი ხომ კარგად არისო. ეს ადამიანი კომიკურ კოშმარად არის გადაქცეული“, – აღნიშნა გორდულაძემ.