გია ხუხაშვილი: “ორი ძირითადი სცენარი არსებობს: ერთი ეს არის რუსეთის იმპერიაში რეინტეგრაცია… ჩვენ იქით მივდივართ, თუმცა ივანიშვილს შანსი თუ მიეცა, გადააგდებს რუსეთსაც”

რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, მძი­მე დღე გა­მოდ­გა 4 ოქ­ტომ­ბე­რი – ერთი მხრივ, ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი, მე­ო­რე მხრივ, ქუ­ჩა­ში გა­მო­სუ­ლი ათა­სო­ბით პრო­ტეს­ტან­ტი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ეს ყვე­ლა­ფე­რი პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ანა­რეკ­ლიც იყო.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებს ოპო­ზი­ცი­ის ნა­წილ­მა ბო­ი­კო­ტი გა­მო­უ­ცხა­და და 4 ოქ­ტომ­ბერს “ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი დამ­ხო­ბის” მიზ­ნით დე­მონ­სტრა­ცია და­ა­ა­ნონ­სა, თუმ­ცა პრო­ცე­სე­ბის იმგვარ გან­ვი­თა­რე­ბას, რაც ვი­ხი­ლეთ, ცოტა თუ წარ­მო­იდ­გენ­და. და­ახ­ლო­ე­ბით 19:00 სა­ათ­ზე, მას შემ­დეგ, რაც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მოძ­რა­ო­ბა “რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის” წევ­რმა პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძემ და მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვამ მი­მარ­თეს, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ათო­ნელ­ზე მდე­ბა­რე პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­ნო­ბის­კენ და­იძ­რნენ, რის მე­რეც დე­მონ­სტრან­ტებ­მა ათო­ნე­ლის სა­სახ­ლეს­თან რკი­ნის ჯე­ბი­რე­ბი გა­არ­ღვი­ეს. სწო­რედ ამ დროს გა­მო­ვიდ­ნენ სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­ნო­ბი­დან და მოხ­და და­პი­რის­პი­რე­ბა. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, და­შავ­და 60-მდე კაცი. მათი ნა­წი­ლი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფებ­მა კლი­ნი­კებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გა­დაყ­ვა­ნილ­თა­გან 21 პო­ლი­ცი­ე­ლი იყო, მათ­გან ერთი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ხოლო 6 დე­მონ­სტრან­ტია. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამ­ჟა­მად საფრ­თხე არც ერთს არ ემუქ­რე­ბა. ვი­თა­რე­ბა გვი­ან ღა­მემ­დე რთუ­ლი იყო ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ე­დან­ზე, სა­დაც სპეც­რაზ­მი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ დრო­დად­რო წყლის ჭავლს, გა­ზის კაფ­სუ­ლებ­სა და წი­წა­კის სპრე­ის იყე­ნებ­და. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ოფის­თან მმარ­თვე­ლი პარ­ტია გა­მარ­ჯვე­ბას ზე­ი­მობ­და. ცეს­კოს წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ქვეყ­ნის ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის არ­ჩევ­ნებ­ში “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” კან­დი­და­ტებ­მა გა­ი­მარ­ჯვეს, მათ შო­რის თვით­მმარ­თველ ქა­ლა­ქებ­შიც, საკ­რე­ბუ­ლოს არ­ჩევ­ნე­ბი კი “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” თით­ქმის 80%-ით მო­ი­გო. 4 ოქ­ტომ­ბერს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე გა­ზეთ “კვი­რის პა­ლიტ­რას­თან” ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა ისა­უბ­რა:

– არა­თუ მო­ვე­ლო­დი მოვ­ლე­ნე­ბის ამ­გვარ გან­ვი­თა­რე­ბას, არა­მედ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ყვე­ლა­ფე­რი ასე მოხ­დე­ბო­და, რა­ზეც ვაფრ­თხი­ლებ­დი კი­დეც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ურ სპექტრს. ცხად­ზე ცხა­დი იყო, რომ ყვე­ლა­ფე­რი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სცე­ნა­რით, რო­მელ­მაც მო­ა­ხერ­ხა ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით იმ პო­ლი­ტი­კუ­რი ლან­დშაფ­ტის შექ­მნა, რაც მის­თვის ოპ­ტი­მა­ლუ­რი იყო – გან­ხეთ­ქი­ლე­ბა ოპო­ზი­ცი­ა­ში, რე­სურ­სე­ბის მო­ნო­პო­ლი­ზე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ლა­რი­ზე­ბა და ა.შ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ზა­ნი და ამო­ცა­ნა იყო, რომ 5 ოქ­ტომ­ბრის­თვის ქვე­ყა­ნა­ში სა­ბო­ლო­ოდ ჩა­ე­ბე­ტო­ნე­ბი­ნა რუ­სუ­ლი ტი­პის ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მი. ამის­კენ დიდი ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გა, თუმ­ცა ბო­ლომ­დე ეს საქ­მე ვერ არის მიყ­ვა­ნი­ლი, ჯერ ისევ პრო­ცე­სია. ოპო­ზი­ცი­ა­ში ეს აგ­რე­სი­უ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა, რა თქმა უნდა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ში იყო. ჩვენ მი­ვი­ღეთ აბ­სო­ლუ­ტუ­რად აბ­სურ­დუ­ლი სუ­რა­თი – ოპო­ზი­ცი­ის ერთი ნა­წი­ლი მო­უ­წო­დებ­და ამომ­რჩე­ველს, რომ ხმა არ მი­ე­ცა ოპო­ზი­ცი­ის მე­ო­რე ნა­წი­ლის­თვის, ანუ ისე გა­მო­ვი­და, რომ გარ­კვე­ულ­წი­ლად ისი­ნი გულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ იმას, რომ “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” უპ­რობ­ლე­მოდ მო­ე­გო ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი. ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მის და­სამ­კვიდ­რებ­ლად “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” 4 ოქ­ტომ­ბერს ორი რამ სჭირ­დე­ბო­და – ერთი, არ­ჩევ­ნე­ბის უპ­რობ­ლე­მოდ მო­გე­ბა, მაგ­რამ ეს არ იყო რე­ჟი­მის­თვის საკ­მა­რი­სი… ამას­თა­ნა­ვე, მათ სჭირ­დე­ბო­დათ ძა­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბა, რათა დარ­ჩე­ნი­ლი პრო­ტეს­ტი გა­ე­ტე­ხათ, და­ე­თე­სათ ნი­ჰი­ლიზ­მი და სამ­ზა­რე­უ­ლო­ში შე­ე­კე­ტათ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა. ოპო­ზი­ცია არა­თუ არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და ამ სცე­ნარს, არა­მედ მაქ­სი­მა­ლუ­რად ხელს უწყობ­და. დიახ, ოპო­ზი­ცია თვით­დი­ნე­ბით, სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით გა­ე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­გე­ბულ ხა­ფან­გში.

ამ ბოლო ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მუდ­მე­ბით ვამ­ბობ­დი, ის, ვინც აცხა­დებს, რომ “4-ში და­ი­წყებს და და­ას­რუ­ლებს”, ან პრო­ვო­კა­ტო­რია, ან გა­რი­გე­ბუ­ლი, ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­სარ­გებ­ლო ბრიყ­ვი-მეთ­ქი… დიახ, ეს იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სცე­ნა­რი, სწო­რედ მათ აწყობ­დათ, რომ 4-ში გა­დატ­რი­ა­ლე­ბის რა­ღაც სცე­ნა­რი და­ედ­გათ და შემ­დეგ კუნ­თე­ბი ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ, რაც გა­მო­უ­ვი­დათ კი­დეც.

ვწუხ­ვარ იმის გამო, რაც მოხ­და, მათ შო­რის იმათ გა­მოც, ვინც პრო­ვო­კა­ტო­რის როლი ითა­მა­შა. ისი­ნი დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით პა­ტიმ­რე­ბი არი­ან… ნამ­დვი­ლად არა ვარ გან­წყო­ბი­ლი, რომ მათ­ზე ნიშ­ნის მო­გე­ბით ვი­სა­უბ­რო. ისი­ნი სა­კუ­თა­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბით იხ­დი­ან ფასს, მაგ­რამ უნდა იცოდ­ნენ, რომ ვინც პრო­ვო­კა­ტო­რის როლი ითა­მა­შა, მათ­ზეა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­აგ­დეს საპ­რო­ტეს­ტო მოძ­რა­ო­ბა – გა­აძ­ლი­ე­რეს ნი­ჰი­ლიზ­მი და ათო­ბით ახალ­გაზ­რდა გა­წი­რეს პა­ტიმ­რო­ბის­თვის… დიდი იმე­დი მაქვს, რომ ეს დრო­ე­ბი­თია…

ვის მო­უ­ვი­და ეს იდეა, რომ პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ში შეც­ვე­ნი­ლიყ­ვნენ? და რომ შე­სუ­ლიყ­ვნენ, რა იქ­ნე­ბო­და ამის მერე? ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მზაკ­ვრო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მიკ­ვირს, რომ შიგ­ნით არ შე­უშ­ვეს და კი­დევ უფრო არ გა­აზ­ვი­ა­დეს ყვე­ლა­ფე­რი…

კი­დევ კარ­გი, ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა საკ­მა­ოდ მხდა­ლია იმის­თვის, რომ ასე შორს წა­ვი­დეს… რომ შე­ეშ­ვათ, ეს იქ­ნე­ბო­და კლა­სი­კუ­რი სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა, რომ­ლის ბა­ზა­ზეც ნე­ბის­მი­ერ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას გა­ა­უქ­მებ­დნენ. თუ დას­ჭირ­დათ, ამას ისე­დაც გა­ა­კე­თე­ბენ, მაგ­რამ უკვე ნაკ­ლე­ბი სა­ფუძ­ვე­ლი ექ­ნე­ბა ამას…

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს საკ­მა­ოდ ლო­კა­ლუ­რად მოხ­და და უფრო დრა­მა­ტუ­ლად არ გან­ვი­თარ­და პრო­ცე­სე­ბი. ეს კი­დევ ტო­ვებს შანსს იმი­სა, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში რა­ღაც შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს, მაგ­რამ უნდა ვა­ღი­ა­როთ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს პარ­ტია პო­ლი­ტი­კუ­რად პირ­წმინ­დად მო­ი­გო.

– მო­გეხ­სე­ნე­ბათ, შსს-მ იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვა 4 ოქ­ტომ­ბრის აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი: “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” წევ­რე­ბი – მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვა და ირაკ­ლი ნა­დი­რა­ძე, “რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის” ერთ-ერთი ლი­დე­რი პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე, “სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის” ერთ-ერთი ლი­დე­რი პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძე და პოლ­კოვ­ნი­კი ლაშა ბე­რი­ძე. მათ მძი­მე ბრალ­დე­ბე­ბი აქვთ წა­ყე­ნე­ბუ­ლი, მათ შო­რის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წყო­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვად შეც­ვლის­კენ ან სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბის­კენ მო­წო­დე­ბა, ასე­ვე ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ეს ბრალ­დე­ბე­ბი 9 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. რო­გორც შს მი­ნის­ტრმა გელა გე­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, და­კა­ვე­ბე­ბი კი­დევ გაგ­რძელ­დე­ბა… “სენი, “კო­ლექ­ტი­უ­რი ნაც­მოძ­რა­ო­ბა” უნდა მო­ვი­შო­როთ, იგუ­ლის­ხმე­ბა შე­სა­ბა­მი­სი პარ­ტი­ე­ბი, უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბი, სა­ა­კაშ­ვი­ლის ოჯა­ხის მიერ მი­ტა­ცე­ბუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, “ფარი”, “ერ­თო­ბა”, – გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ. გა­მო­დის, ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან რეპ­რე­სი­ებს უნდა ვე­ლო­დოთ?

– ასე­თია ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მე­ბის ბუ­ნე­ბა. ისი­ნი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი არი­ან ერ­თგვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ბუ­ლი­მი­ით, ვერ ჩერ­დე­ბი­ან, მუდ­მი­ვად კვე­ბა სჭირ­დე­ბათ, მათ შო­რის რეპ­რე­სი­ე­ბი არის ამ მო­თხოვ­ნი­ლე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ძი­რი­თა­დი სა­ჭი­რო­ე­ბა. რა თქმა უნდა, ეს ყვე­ლა­ფე­რი გაგ­რძელ­დე­ბა, ვიდ­რე “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” არ მო­ა­ხერ­ხებს ქვე­ყა­ნა­ში რუ­სუ­ლი ტი­პის ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მის სრუ­ლად დამ­ყა­რე­ბას, რომ­ლის მმარ­თვე­ლო­ბის დრო­საც არ­სე­ბობს ერთი დო­მი­ნან­ტუ­რი პარ­ტია, მისი სა­ტე­ლი­ტი ე.წ. ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბით, ასე­ვე გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­თა და კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი მე­დი­ა­სივ­რცით. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” ფუნ­და­მენ­ტი უკვე ჩა­ყა­რა, 4 ოქ­ტომ­ბე­რი იყო ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გეგ­მის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ეტა­პი…

ტო­ტა­ლუ­რი და­ჭე­რე­ბი არ არის თვით­მი­ზა­ნი, ეს არის ინ­სტრუ­მენ­ტი იმი­სა, რომ მი­აღ­წი­ონ პრო­ტეს­ტის სამ­ზა­რე­უ­ლო­ებ­ში გა­მო­კეტ­ვას. ჩვენ უნდა გვეს­მო­დეს, რომ პრო­ტეს­ტი არ­სად წა­სუ­ლა, ის რჩე­ბა, მაგ­რამ არ­სე­ბობს პრო­ტეს­ტის აქ­ტი­უ­რი და პა­სი­უ­რი სივ­რცე­ე­ბი. პა­სი­უ­რი პრო­ტეს­ტის დროს ეს გან­წყო­ბე­ბი სამ­ზა­რე­უ­ლო­ებ­ში ინაც­ვლებს და ჩურ­ჩულ­ში გა­და­დის.

სა­ზო­გა­დოდ, ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მი სამ ფა­ზას გა­დის, ჩვენ ახლა მე-2 ფა­ზა­ში ვართ. პირ­ვე­ლი ფაზა არის სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მო­ნო­პო­ლი­ზა­ცია, რო­დე­საც ერთი ცენ­ტრი­დან იმარ­თე­ბა ყვე­ლა­ფე­რი და არა­ნა­ი­რი ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გი ქვე­ყა­ნა­ში არ არ­სე­ბობს; მე-2 ეტა­პია პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა, მათი აქ­ტი­უ­რი დევ­ნა და ერ­თპარ­ტი­უ­ლი სის­ტე­მის დამ­კვიდ­რე­ბა, ამ პრო­ცესს ჰქვია დიქ­ტა­ტუ­რა, რის ფა­ზა­შიც ახლა ვართ; მე­სა­მე ეტა­პი კი ტო­ტა­ლი­ტა­რიზ­მია, რო­დე­საც სის­ტე­მა პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბით ვე­ღარ კმა­ყო­ფილ­დე­ბა და პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში იწყებს შეჭ­რას. ეს არის ეტა­პი, რო­დე­საც სამ­ზა­რე­უ­ლო­ებ­შიც კი ჩურ­ჩუ­ლით ვი­სა­უბ­რებთ. ჯერ ამ ეტაპ­ზე არა ვართ, მაგ­რამ ამის პირ­ვე­ლი სიმპტო­მე­ბი უკვე ჩანს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უკვე აქვს მო­თხოვ­ნი­ლე­ბა, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სის მიღ­მაც აკონ­ტრო­ლოს ადა­მი­ა­ნე­ბის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი გაგ­რძელ­დე­ბა მა­ნამ, ვიდ­რე რა­ი­მე შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ფაქ­ტო­რე­ბი არ გაჩ­ნდე­ბა. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა