რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აზერბაიჯანის ლიდერი ილჰამ ალიევი ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში ორმხრივ შეხვედრას მართავენ. ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.
ეს არის ორი ქვეყნის ლიდერის პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც 2024 წლის დეკემბერში Azerbaijan Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც ბაქო – გროზნოს რეისს ასრულებდა, ყაზახეთის ქალაქ აქთაუში ჩამოვარდა.
ოფიციალური ბაქო თვითმფრინავის ჩამოვარდნაში რუსეთს ადანაშაულებს. აზერბაიჯანული მხარის მტკიცებით, თვითმფრინავი რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მოგერიების დროს ჩამოაგდო.
როგორც პუტინმა ალიევთან შეხვედრაზე განაცხადა, მან კატასტროფის პირველივე დღეს დაურეკა აზერბაიჯანელს კოლეგას და მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა.