პო­ლი­ცი­ამ ექი­მი, აკა­დე­მი­კო­სი გი­ორ­გი ჩა­ხუ­ნაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვა – რა თქვა ექიმმა დაკავებისას და რას ამბობენ მისი ვაჟები, რომლებიც “პედიატრი ძმების” სახელით არიან ცნობილი

პო­ლი­ცი­ამ ექი­მი, აკა­დე­მი­კო­სი გი­ორ­გი ჩა­ხუ­ნაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვა.

  • მა­ნამ­დე კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ გი­ორ­გი ჩა­ხუ­ნაშ­ვი­ლის სახ­ლში, რის შემ­დე­გაც პო­ლი­ცი­ამ ის და­ა­კა­ვა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბა უკავ­ში­რებ­და 4 ოქ­ტომ­ბერს თბი­ლის­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს. ექი­მის, სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით პო­ლი­ცია იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. ად­გილ­ზე ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა ჩა­ხუ­ნაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო, სა­დაც ცნო­ბი­ლი ექი­მი მის და­სა­კა­ვებ­ლად მი­სულ პო­ლი­ცი­ე­ლებს მი­მარ­თავს, ასე­ვე ამ­ბობს, რომ ბრალს არ აღი­ა­რებს:

“არ ვე­თან­ხმე­ბი წარ­დგე­ნილ ბრალს. არა­ფე­რი გულ­და­სა­წყვე­ტი არ არის. გა­სა­გე­ბია. სამ­შობ­ლო მიყ­ვარ­და დღემ­დე, დღე­საც მიყ­ვარს და ხვა­ლაც მეყ­ვა­რე­ბა”. ეს იყო მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ცია, არა­ვის არაფ­რის გა­დატ­რი­ა­ლე­ბა და გად­მოტ­რი­ა­ლე­ბა არ უნ­დო­და, ამას არ ვე­თან­ხმე­ბი… ის 350 000 ოჯა­ხი, რო­მე­ლიც მე მყავს უფა­სოდ გა­სინ­ჯუ­ლი, თა­ვის დას­კვნებს გა­ა­კე­თებს, ბავ­შვე­ბო, ახალ­გაზ­რდე­ბო, არა­ფე­რი არ არის დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი… მიყ­ვარ­და სამ­შობ­ლო, რა­საც ვა­კე­თებ­დი ისიც ვიცი”, – ეუბ­ნე­ბა ექი­მი ჩა­ხუ­ნაშ­ვი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლებს.

და­კა­ვე­ბის დროს ეზო­ში იყ­ვნენ სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი და ასე­ვე ექი­მის ვა­ჟე­ბი და­ვით და კონ­სტან­ტი­ნე ჩა­ხუ­ნაშ­ვი­ლე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა “პე­დი­ატ­რი ძმე­ბის” სა­ხე­ლით იც­ნობს. მათ “ფორ­მუ­ლას” მის­ცეს რამ­დე­ნი­მე კო­მენ­ტა­რი:

“ამ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ფე­რი აი­რია, შე­სა­ბა­მი­სად, ვინც ამ სამ­შობ­ლო­ში იბ­რძვის და ვი­საც ეს ქვე­ყა­ნა უყ­ვარს, ამის გამო აკა­ვე­ბენ, მა­მა­ჩე­მი მოძ­რა­ო­ბა “რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის” წევ­რი იყო, დე­ტა­ლე­ბი არ ვიცი, მაგ­რამ ბა­ტონ პა­ა­ტას­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და” – აღ­ნიშ­ნა კონ­სტან­ტი­ნე ჩა­ხუ­ნაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ათო­ნე­ლის სა­სახ­ლეს­თან გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის მი­მართ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ჯამ­ში 9 ოქ­ტომ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით, და­კა­ვე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 44-მდე გა­ი­ზარ­და.