აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა და რუსეთი მალე გამართავენ სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ამის შესახებ მან თეთრ სახლში განაცხადა, სადაც ფინეთის პრეზიდენტს ალექსანდრ სტუბს უმასპინძლა.
„ეს საშინელი ომია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე უარესი. ვფიქრობ, რომ ისინი ძალიან მალე მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდებიან“, – თქვა ტრამპმა.
„პუტინსა და ტრამპს შორის 15 აგვისტოს ალასკაში გამართული შეხვედრის შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტმა სულ უფრო საჯაროდ დაიწყო რუსეთის კრიტიკა უკრაინაში ომის დასრულების სურვილის არ ქონის გამო.
ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ მას სჯერა უკრაინის შესაძლებლობების, დაიბრუნოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები“, – წერს უკრაინული მედია.