პედიატრი, ბავშვთა კარდიოლოგი გიორგი ჩახუნაშვილი 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების ფაქტზე 9 სექტემბერს, გვიან ღამით დააკავეს.
სოციალურ ქსელში ქორეოგრაფმა ქეთი თოლორაიამ დაკავებული ექიმის კაბინეტის ფოტო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ექიმს საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტოები ჰქონდა გაკრული.
თოლორაიას შეფასებით, ექიმის გარემო, რომელშიც ბავშვებს იღებდა, მისთვის არასერიოზულად აღიქმება, ხოლო ექსპრეზიდენტის ფოტოები კედელზე დამატებით აძლიერებს კითხვებს ექიმის მენტალური მდგომარეობის და პროფესიონალიზმის შესახებ
„ეს არის მისი კაბინეტი, აქ იღებდა ბავშვებს, პედიატრია. მიშას ჯანმრთელობაზე პედიატრი რომ აკეთებდა კომენტარს ეს ცალკე კომედიაა, მაგრამ ამასთან ბავშვები როგორ მიგყავდათ? თვითონ ამბობს, ბევრი ოჯახი მყავს უფასოდ გასინჯულიო და უფასოდ რატო, გასაგებია. მე მის დიაგნოსტიკაში ფულს არ გადავიხდიდი, ნდობას არ იწვევს, მით უმეტეს ასეთ კაბინეტში რომ მოხვდები და კედლიდან მიშას ფოტოები გიყურებენ, ექიმის მენტალურ მდგომარეობაში ეჭვი შემეპარებოდა”, – წერს ქორეოგრაფი ქეთი თოლორაია.