აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 1-ელი ნოემბრიდან ან შესაძლოა უფრო ადრეც, ჩინეთიდან შემოტანილ საქონელზე 100%-იან ტარიფს დააწესებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ TruthSocial-ზე წერს.
ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთმა „უკიდურესად აგრესიული პოზიცია დაიკავა ვაჭრობასთან დაკავშირებით“ და მსოფლიოს „უკიდურესად მტრული წერილი“ გაუგზავნა.
ამასთან, ტრამპის თქმით, ახლახან გახდა ცნობილი, რომ ჩინეთმა ვაჭრობის საკითხში უკიდურესად აგრესიული პოზიცია დაიკავა მსოფლიოსთან მიმართებით და ისინი 2025 წლის 1-ელი ნოემბრიდან მასშტაბური ექსპორტის კონტროლის დაწესებას აპირებენ პრაქტიკულად ყველა მათ მიერ წარმოებულ პროდუქტზე.
„ეს გამონაკლისის გარეშე ყველა ქვეყანას ეხება და, ცხადია, მათ მიერ წლების წინ შემუშავებული გეგმა იყო. ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია საერთაშორისო ვაჭრობაში და მორალური სირცხვილია სხვა ერებთან ურთიერთობისას. ასევე, 1-ელ ნოემბერს ჩვენ დავაწესებთ ექსპორტის კონტროლს ყველა კრიტიკულად მნიშვნელოვან პროგრამულ უზრუნველყოფაზე. შეუძლებელია, დაიჯერო, რომ ჩინეთი ასეთ ზომებს მიიღებდა, მაგრამ მათ ეს გააკეთეს და დანარჩენი უკვე ისტორიაა“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.