აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობფონდმა ლონდონის გეტვიკის აეროპორტში 50 მლნ ფუნტ სტერლინგის ინვესტიციის მიზნით BlackRock-ში შემავალ ამერიკულ კომპანია Global Infrastructure Partners-თან (GIP) პარტნიორობა დაიწყო – ამის შესახებ ფონდის პრესრელიზში წერია, რასაც epravda ავრცელებს.
ეს ევროპის ბაზარზე აზერბაიჯანული ფონდის მიერ დადებული ერთ-ერთი უდიდესი ინფრასტრუქტურული გარიგებაა.
გეტვიკი დიდ ბრიტანეთში სიდიდით მეორე აეროპორტია, რომელიც ყოველწლიურად 40 მილიონზე მეტ მგზავრს ემსახურება. 2024 წელს, მგზავრთა საერთო ნაკადის მიხედვით, ის ევროპის ყველაზე დატვირთულ აეროპორტებს შორის მე-10 ადგილზე იყო.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ჩრდილოეთის ასაფრენი ბილიკის პროექტის დამტკიცების შემდეგ აეროპორტი მნიშვნელოვანი გაფართოებისთვის ემზადება.
2019 წელს VINCI Airports-მა GIP-ისგან გეტვიკის აეროპორტის აქციების 50.01% შეიძინა. დანარჩენ აქციებს GIP კომპანია SOFAZ-თან და სხვა გლობალურ ინსტიტუციონალურ ინვესტორებთან ერთად მართვას.
„ეს ინვესტიცია ასახავს აზერბაიჯანის ფონდის სტრატეგიულ მიზანს, შექმნას გრძელვადიანი ღირებულება და თავისი პორტფელის მეტი დივერსიფიკაცია მოახდინოს, რაც განვითარებულ ბაზრებზე მდგრად ინფრასტრუქტურულ აქტივებში ინვესტირებით მოხდება,“ – წერია განცხადებაში.