შესაძლოა კიევმა “ტომოჰავკის” ტიპის ფრთოსანი რაკეტები მიიღოს, თუ რუსეთი ომის მშვიდობიან დარეგულირებაზე უარს იტყვის” – დონალდ ტრამპი

შესაძლოა კიევმა მიიღოს “ტომოჰავკის” ტიპის ფრთოსანი რაკეტები, თუ რუსეთი უკრაინაში ომის მშვიდობიან დარეგულირებაზე უარს იტყვის”, – განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გააკეთა.

დონალდ ტრამპის თქმით, საკითხზე უკრაინის პრეზიდენტს ის უკვე ორჯერ ესაუბრა. თავის მხრივ “”ფოქს ნიუსთან”” ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამერიკა უკრაინას ამ ტიპის შორ მანძილზე მოქმედ იარაღს გადასცემს, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ არ გამოიყენებენ და დარტყმის სამიზნე სამხედრო ინფრასტრუქტურა გახდება.