ზელენსკი ბოლო 2 დღის განმავლობაში ტრამპს მეორედ ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი ამერიკელ კოლეგას, ბოლო ორი დღის განმავლობაში, ტელეფონით მეორედ ესაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მას დონალდ ტრამპთან პროდუქტიული საუბარი ჰქონდა. როგორც უკრაინის ლიდერი აღნიშნავს, მიღწეულია კონკრეტული შეთანხმება, რომლის ასპექტებიც ტრამპთან დეტალურად განიხილა.

„ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს, უკვე მეორედ. ჩვენ დეტალურად განვიხილავთ ამერიკულ მხარესთან უკრაინის საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების საკითხს. პირველ რიგში ეს ეხება Patriot-ის სისტემებს, შორ მანძილზე დარტყმების პოტენციალს. ვხედავთ და გვესმის, რომ რუსეთს ეშინია, რადგანაც ამერიკელებმა შეიძლება „ტომოჰავკები“ მოგვცენ. ეს იმის სიგნალია, რომ შესაძლოა სწორედ ასეთმა ზეწოლამ იმუშაოს მშვიდობისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.