ტრამპს მის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურის შესახებ გამოძიების განახლება სურს

დონალდ ტრამპი შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, 2019 წელს მის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურის შესახებ გამოძიება განაახლონ. თეთრი სახლის ლიდერმა კორუფციაში დაადანაშაულა კონგრესმენი ადამ შიფი, რომელიც 2019 წელს წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო და აქტიურ როლს ასრულებდა იმპიჩმენტის პროცესში.

„უკრაინის იმპიჩმენტის სკანდალი ჩემ წინააღმდეგ ბევრად უფრო დიდი და უკანონო თაღლითობა იყო, ვიდრე უოტერგეიტი. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ შესაბამისი ორგანოები, კონგრესის ჩათვლით, გამოიძიებენ ამას. ადამ შიფი ძალიან არაკეთილსინდისიერი და კორუმპირებული იყო. ძალიან ბევრი კანონი და პროცედურა დაარღვია“, – წერს ტრამპი.