საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო გარკვეულ გზებზე მოძრაობა შეიზღუდა:
კერძოდ, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ67-კმ84 (ხახმატი-ლებაისკარი) მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,“- აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.