აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს 2026 წლის არჩევნებში წარმატება უსურვა და გამოთქვა რწმენა, რომ მას წინა შედეგის გაუმჯობესება შეუძლია. ამის შესახებ ტრამპმა ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში გამართულ პრესკონფერენციაზე, ღაზას სექტორის მომავლისადმი მიძღვნილი სამშვიდობო სამიტის ფარგლებში განაცხადა.
თავისი გამოსვლის დასასრულს აშშ-ის პრეზიდენტმა რამდენჯერმე ახსენა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის სახელი, თქვა, რომ „ჩვენ გვიყვარს ვიქტორი“ და მას „გამარჯვებული“ უწოდა.
„რა შესანიშნავი ბიჭია. შენ ფანტასტიკური ხარ. ის შესანიშნავი ლიდერია. მე მას ბოლო არჩევნებში ვუჭერდი მხარს და მან 28 ქულით გაიმარჯვა. ასე რომ, ამჯერად თქვენ უკეთეს შედეგს მიაღწევთ, თუ ახალი არჩევნები იქნება“, – განაცხადა ტრამპმა.
მან დასძინა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციაში „ჩვენ 100%-ით გიჭერთ მხარს“.