ყოველკვირეულ მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია, რომ 2025 წლის სექტემბერში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 470 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უცვლელი მონაცემია.
“გალთ ენდ თაგარტის” მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ჯამურად, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 3.6 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც წინა წელთან შედარებით 2.8%-ით მეტია.