საქართველოში ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე ტოპ-10 კომპანიიდან, 8 აზარტული საქმიანობით არის დაკავებული. ამის შესახებ საქსტატის მიერ “ბიზნესპრენსიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციიდან ჩანს.
ის ფაქტი, რომ ქვეყანაში სათამაშო ბიზნესის მოგება წლიდან წლამდე იზრდება, ახალი არ არის, თუმცა აქამდე ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე კომპანიების ათეულში, მათ რაოდენობას 8-მდე არასდროს მიუღწევია.
უფრო კონკრეტულად, საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე კომპანიებია: „კავკასიის ავტოიმპორტი“, „ორი ნაბიჯი“, „ევროპაბეთი“,“ბეთლაივი“, „ავიატორ“, „მარსი“, „ფულ ჰაუსი“, „ასვლა“, „ლიდერ-ბეთ სლოტი“, „პრინცესს ბათუმი“.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას აღნიშნული კომპანიების მესაკუთრეების შესახებ.
- „კავკასიის ავტოიმპორტი“ (ავტობიზნესი) – სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 34.875% ეკუთვნის საქართველო-აშშ-ის ორმაგ მოქალაქეს გიორგი სურგულაძეს, 27.225% – გიორგი გულაშვილს, 27.9% – ლევან სურგულაძეს, 10% – დავით გულაშვილს.
- „ორი ნაბიჯი“ (ქსელური მარკეტები) – ოფიციალური მონაცემებით, კომპანიის 33.34% ეკუთვნის გოჩა ცქიტიშვილს, 33.33%-ანი წილები კი გიორგი ჩხეიძესა და კახი ბექაურს.
- „ევროპაბეთი“ (აზარტული ბიზნესი) – ბოლო მონაცემებით, კომპანიის 100% ეკუთვნის შვედეთში რეგისტრირებულ კომპანიას Betsson Perch Investments AB.
- “ბეთლაივი“ (აზარტული ბიზნესი) – მეწარმეთა რეესტრის მიხედვით, კომპანიის წილების 38% ეკუთვნის სულიკო ვარსემაშვილს, 19% ნანა ჯანაშიას, 3% თამაზ ხარაიძეს, ხოლო 40% შპს „აიტი ვენჩარი“-ს. თავის მხრივ, ამ უკანასკნელის წილებს 4 სხვა კომპანია ფლობს. ესენი შპს „რონექს“,შპს „რემიქს ჯგუფი“, შპს „ალფა 2“ და შპს „მმ ტექნოპარკი 350“.
- „ავიატორ“ (აზარტული ბიზნესი) – სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის მესაკუთრეა შპს „ატლას ჰოლდინგსი“. ეს უკანასკნელი კი ეკუთვნის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოში რეგისტრირებულ კომპანიას TSE Holdings Limited-ს.
- „მარსი“ (აზარტული ბიზნესი) – კომპანიის 100% ეკუთვნის შპს „ენთეინ ჯორჯიას“. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, ამ უკანასკნელის მფლობელი მალტაში რეგისტრირებული კომპანია „ბვინ ჰოლდინგს (მალტა) ლიმითედი“-ია.
- „ფულ ჰაუსი“ (აზარტული ბიზნესი) – სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 35%-ის მესაკუთრეა თემურ მიქელაძე, 16.67% – გიგი ლევაი-ვეის (ისრაელი), 16.67% – ნორბერტ ფრანც ტეუფელბერგერს (ავსტრია), 16.66% – მანფრედ ბოდნერს (ავსტრია), 2.5%-ანი წილების მფლობელები კი არიან: გურამ დოლიძე, ბაკურ ხარჩილავა, გიორგი ბარნაბიშვილი, მიჰალი გლოვაცკი (პოლონეთი) და კლაუს გემალ რასმუსსენ (დანია).
- „ასვლა“ (აზარტული ბიზნესი) – სამეწარმეო რეესტრის თანახმად, კომპანიის მფლობელი კვიპროსში რეგისტრირებული შპს „ენგური ვენჩერს ლიმიტედ“-ია.
- „ლიდერ-ბეთ სლოტი“ (აზარტული ბიზნესი) – ოფიციალური მონაცემებით, კომპანიის 40%-ს მესაკუთრეა ქართლოს დიასამიძე, 30% – ბესიკ ხოკერაშვილს, 15%-ანი წილები კი აკაკი შუბითიძესა და დავითი ჩხიტუნიძეს.
- „პრინცესს ბათუმი“ (აზარტული ბიზნესი) – მეწარმეთა რეესტრის მიხედვით, კომპანია თურქეთის მოქალაქეებს ეკუთვნის. კერძოდ, 99%-ის მფლობელია ანიბალ ენის ოზქანი, 1% დურმუშ იათმაზი.