რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდა დაეკისრა – რა ინფორმაციას ავრცელეს იუსტიციის სამინისტრო

2025 წლის 14 ოქ­ტომ­ბერს, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ (IV) ე.წ. გან­გრძო­ბა­დი ოკუ­პა­ცი­ის საქ­მე­ზე კომ­პენ­სა­ცი­ის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ა­ცხა­და,- ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

  • უწყე­ბის ცნო­ბით, სა­სა­მარ­თლომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ წარ­დგე­ნი­ლი კომ­პლექ­სუ­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი პო­ზი­ცია და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­ი­ზი­ა­რა და შე­დე­გად, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი 29 000-ზე მეტი მო­ქა­ლა­ქის სა­სარ­გებ­ლოდ 253 018 000 ევ­როს გა­დახ­დის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და­ა­კის­რა.

„რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, ამ საქ­მე­ზე, 2024 წლის 9 აპ­რილს მი­ღე­ბულ იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლი­თაც რუ­სეთს და­ე­კის­რა სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­სა და სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის გას­წვრივ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის მა­სობ­რი­ვი შე­ვიწ­რო­ე­ბის, და­კა­ვე­ბის, თავ­დას­ხმე­ბის, მკვლე­ლო­ბე­ბი­სა და ამ­გვა­რი ფაქ­ტე­ბი­სად­მი ოფი­ცი­ა­ლუ­რი შემ­წყნა­რებ­ლო­ბის პრაქ­ტი­კი­სათ­ვის, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცი­ი­სა და ე.წ. ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მო­გე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი საქ­მე­ე­ბის ლო­გი­კუ­რი გაგ­რძე­ლე­ბაა. „სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ (I)“ ე.წ. დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლე­ბის საქ­მე­ში, რო­მე­ლიც რუ­სე­თი­დან ქარ­თვე­ლე­ბის მა­სობ­რივ გა­ძე­ვე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლე­ბის მა­სობ­რი­ვი დე­პორ­ტა­ცი­ი­სა და მათ მი­მართ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვე­ბის გამო რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას 10 მი­ლი­ო­ნამ­დე ევ­როს გა­დახ­დის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და­ა­კის­რა. ასე­ვე, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა „სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ (II)“ ე.წ. 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის საქ­მე­ზე, რომ­ლი­თაც აგ­ვის­ტოს ომი­სა და შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი მა­სობ­რი­ვი დარ­ღვე­ვე­ბის­თვის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას 130 მი­ლი­ო­ნამ­დე ევ­როს გა­დახ­დის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და­ე­კის­რა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია აღარ არის ევ­რო­პის საბ­ჭოს წევ­რი, მას რჩე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და ყვე­ლა გა­და­ცი­ლე­ბულ დღე­ზე შე­სა­ბა­მი­სი ჯა­რი­მა ეკის­რე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა ევ­რო­პის საბ­ჭოს მი­ნის­ტრთა კო­მი­ტე­ტის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო მად­ლო­ბას უხ­დის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შეგ­რო­ვე­ბა­ში ჩარ­თულ სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებს და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს ულო­ცავს ამ ის­ტო­რი­ულ გა­მარ­ჯვე­ბას”, – ნათ­ქვა­მია იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.