დიმიტრი პესკოვი – უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად აშშ-ის ძალისხმევას მივესალმებით

უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად აშშ-ის ძალისხმევას მივესალმებით, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ქნესეთში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, როდესაც დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების მიღწევის შემდეგ მის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს რუსეთზე კონცენტრირებისკენ მოუწოდა.

„ჯერ რუსეთი უნდა მოვაგვაროთ. ეს უნდა დავასრულოთ. სტივ, მოდი კონცენტრირება რუსეთზე მოვახდინოთ“, – აღნიშნა ტრამპმა.

პესკოვის განცხადებით, რუსეთი დონალდ ტრამპის განზრახვას მიესალმება.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით ასეთ განზრახვებსა და პოლიტიკურ ნებას იმისთვის, რომ ეს მშვიდობიანი გზების პოვნას ხელს შეუწყობს. ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ის გავლენა და პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლების დიპლომატიური უნარები უკრაინულ მხარეს სამშვიდობო პროცესის მიმართ მეტი აქტიურობისა და მზადყოფნისკენ უბიძგებს“, – განაცხადა პესკოვმა.