ტრამპი ესპანეთის მთავრობას აკრიტიკებს და ემუქრება

ტრამპი ესპანეთის მთავრობას აკრიტიკებს და ემუქრება. მიზეზი თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდაზე მადრიდის უარია.

ამერიკის პრეზიდენტი ამ ქმედებას NATO-ს მიმართ უპატივცემულობად მიიჩნევს და ესპანეთის წინააღმდეგ სავაჭრო ტარიფების ამოქმედებისთვის ემზადება.

“ვფიქრობ, რომ ამისთვის ისინი უნდა დაისაჯონ”, – განაცხადა ტრამპმა.

რამდენიმე დღის წინ ამერიკის პრეზიდენტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ესპანეთი NATO-დან უნდა გააგდონ.