პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით, “ქართული ოცნების სია ისეთივეა, როგორც წინა შემთხვევაში იყო – „ქართული ოცნების” პარტიულ სიაში პოლიტიკოსები არ არიან.
როგორც ჟურნალისტების დასმული შეკთხვვაზე, რატომ აკრიტიკებს „ქართული ოცნების” სიას, როცა თავად „ნაციონალური მოძრაობის” სია სწორედ მომღერლით იწყება და მასში არიან სპორსტსმენები, ბიზნესმენები, რომან გოცირიძემ განმარტა, რომ “მასშტაბები სხავადსხვაა”.
„ერთი ფლანგი მომღერლები, სპორსტმენები არიან, წინა ფლანგი ინგლისურის მცოდნეები, უკანა ფლანგი ფულის საშოვნელად მოსული ბიზნესმენები და საშუალოსანი – ნომეკლატურა. ამ სიას ერთი საფრთხე მაინც აქვს. ამ მოწვევის პარლამენტში ინგლისურის ყველა მცოდნე გაეცალათ და უმრავლესობა ჩამოეშალათ. ამიტომ, ერთი-ორი კინკილა უცხოური დიპლომის მქონე ადამიანებით რომ ამაყობენ, შეიძლება, საფრთხე ესეც აღმოჩნდეს, მაგრამ უმრავლესობა არ ექნებათ. ამ სიით, სადაც არ არიან პოლიტიკოსები და არიან ის ადამიანები, რომლებიც შეჰყურებენ შუშის სასახლეს და ბიძინა ივანიშვილის სურვილების შემსრულებლები არიან, პოლიტიკოსებად ვერასოდეს გადაიქცევიან”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
წყარო: bfm.ge