საქართველო ეკონომიკურად და ტერიტორიულად დაინგრა მაშინ, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა- ირაკლი დოჭვირი

ფეისბუქმომხმარებელი ირაკლი დოჭვირი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

 

გუშინ უსმენდით გრიგორიჩს?
მისი ნათქვამიდან რა მოგხვდათ ყურში?
რაც კარგია ქვეყანაში მე გავაკეთეო და რაც ცუდი ხდება კანონიერად არჩეული ხელისუფლება რომ დაამხეს იმის შედეგიაო!!!
ხედავთ ეს მამალი პუტჩისტები ყველა ზვიადისტი გახდა. სააკაშვილი, ედუარდის მარჯვენა ხელი და მოქკავშირის ფრაქციის თავჯდომარე რომ იყო ახლა პირწავარდნილი ზვიადისტია. რას ერჩი ჩამოასვენა გამსახურდია ჩეჩნეთიდან მთაწმინდაზე აიყვანა და თან ეროვნული გმირობა მიანიჭა. ახლა მიშა და ბიძინა ერთმანეთს ხოცავს მე უფრო ზვიადისტი ვარ ვიდრე შენო. ედუარდაც რომ გააღვიძო ისიც იტყოდა: ზვიადისტი ვარ აბა რა ვარო. შევარდნაძისტების სასტავი უკლებლივ ყველა კანონიერად არჩეული პრეზიდენტის დამხობას გლოვობს. ისე გლოვობს თითქოს სხვას დაემხოს გამსახურდიას ხელისუფლება და არა მათ. ამ მგლოვიარეთა რიგშია ნინო ბურჯანაძე. ჯანსუღ ჩარკვიანიც ნანობდა კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას. არადა რა შაირებს წერდა თავის დროზე:
სად იმალები მურტალო
რა გზებით დახეტიალობ?
გროზნოში რამ ჩაგათრია
ჩეჩენის თვრამეტიანო?!
ამ რითმებს წერდა ჯანსუღა ახლა ზვიადის გვერდით რომ განისვენებს მთაწმინდაზე.
ე.ი. ნაცქოცთა ფილოსოფიით საქართველოს დანგრევა მაშინ დაწყებულა როცა კანონიერად არჩეული ხელისუფლება დაამხვეს. ეს კი არის ისტორიის მორიგი გაყალბება. საქართველო ეკონომიურად და ტერიტორიულად დაინგრა მაშინ, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა. აი ამის აღიარება არ უნდათ და კანონიერად არჩეული პრეზიდენტის ჩამოგდებას უკავშირებენ ქვეყნის უკუსვლას. კი, მაგრამ ზვიადი რომ ყოფილიყო უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებოდით? ზვიადის დროს არ იყო ომი ოსეთში? ზვიადმა არ შეუწყვიტა გაზის მიწოდება შუა ზამთარში ცხინვალს, რის შედეგადაც ბავშვები და მოხუცები ყინვით გარდაიცვალა. არ გახსოვთ? სამაგიეროდ ოსებს ახსოვს. ეს უკვე საქართველოს დაშლის დასაწყისი იყო. პრივატიზაცია ვინ ახსენა პირველად უზენაეს საბჭოში? რა თქმა უნდა ზვიადიმ. რუსოფობია ვინ დაიწყო? ესეც ზვიადიმ. ასე რომ ზვიადის შემდგომ ვინც დადგა ედუარდი, მიშა და ბიძინა ესენი ღირსეულად აგრძელებენ გამსახურდიას დაწყებულ საქმეს. მაგრამ მაინც კანონიერად არჩეული პრეზიდენტის ჩამოგდებაზე გლოვა მაინც დასავლეთის დაკვეთა მგონია. ბოლო ბოლო ჰელსინკის კავშირის დამაარსებელი იყო გამსახურდია და თან მრგვალ მაგიდაში პარტია ,,ეროვნულ ლიბერალური კავშირი” შეიყვანა. რა ელიბერალებოდა ზვიადის, კოსტანტინეს შვილს ეს გამაგებია?!

წყარო