დონალდ ტრამპმა თეთრი სახლი დატოვა და სამხედრო ჰოსპიტალში გაემგზავრა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლი დატოვა და სამხედრო ჰოსპიტალში გაემგზავრა, სადაც უახლოეს დღეებს გაატარებს.

 

კორონავირუსით ინფიცირების დადასტურების შემდეგ დონალდ ტრამპი საჯაროდ პირველად გამოჩნდა. თეთრი სახლიდან გამოსვლისას ის არ გაჩერებულა ჟურნალისტებისათვის კომენტარის მისაცემად.

პრევენციის მიზნით, კოვიდინფიცირებული აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უოლტერ რიდის სახელობის ეროვნულ სამხედრო-სამედიცინო ცენტრში გადაჰყავთ.

„პრეზიდენტ ტრამპს მსუბუქი სიმპტომები აქვს. იგი მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა. პრევენციის მიზნით და სამედიცინო ექსპერტების რეკომენდაციით, პრეზიდენტი მუშაობას ეროვნული სამხედრო-სამედიცინო ცენტრიდან განაგრძობს“, – განაცხადეს თეთრ სახლში.

2 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. კოვიდინფექცია დაუდასტურდა ტრამპის მრჩეველსაც. ჰოუფ ჰიქსი 29 სექტემბერს, დონალდ ტრამპს ოჰაიოში ახლდა, სადაც მოქმედმა პრეზიდენტმა დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატ, ჯოზეფ ბაიდენთან დებატები გამართა.

“imedi”