გენერალურ პროკურატურაში, საქართველო – აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია- დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრი, ნატალია ილიჩოვა გამოკითხეს.
გამოკითხვა ცოტა ხნის წინ დასრულდა, თუმცა, მან შენობა კომენტარის გარეშე დატოვა.
პროკურატურაში ამ დრომდე მიმდინარეობს კომისიის კიდევ ერთი წევრის, ივერ მელაშვილის გამოკითხვა.
შეგახსენებთ, გუშინ ივერი მელაშვილის ოფისში და ნატალია ილიჩოვის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.
“ინტერპრესნიუსი”