თუ მსოფლიო შექმნილ ვითარებას მკაფიო შეფასებას არ მისცემს, ევროპა ვენასთან თურქეთს უნდა ელოდოს, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში.
„ის, რომ ერდოღანი აზერბაიჯანს მხარს უჭერს, თურქეთისა და ერდოღანის იმპერიალისტური პოლიტიკის შედეგია. სავარაუდოდ, მათი ამოცანაა, რომ აზერბაიჯანის დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არსებობდეს. სამხრეთ კავკასიის სომხები თურქეთი გაფართოების გზაზე ბოლო დაბრკოლებაა. თურქეთის იმპერიალისტური პოლიტიკა სამხრეთ კავკასიას სცდება. შევხედოთ თურქეთის საქმიანობას ხმელთაშუა ზღვაში, ლიბიაში, ახლო აღმოსავლეთში, ერაყსა და სირიაში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემი აზრით, დღეს მთიანი ყარაბაღი და სომხეთი ცივილიზაციის წინა ხაზზე იმყოფებიან. თუ მსოფლიო ამ ფაქტს მკაფიო შეფასებას არ მისცემს, ევროპა ვენასთან თურქეთს უნდა ელოდოს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ვითარება მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაიძაბა. ინტენსიური შეტაკებები კონფლიქტის ზონაში ამ დრომდე გრძელდება. საერთაშორისო საზოგადოება სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, რაზეც მხარეები არ თანხმდებიან და ვითარების ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
“იმედი”