სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წვრთნებში “მტკიცე ძმობა-2020”, რომელიც ბელარუსში ოქტომბრის შუა რიცხვებში გაიმართება. მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
“ამ წვრთნებზე არ ჩავალთ” – აღნიშნეს უწყებაში.
სამინისტროს განმარტებით, გადაწყვეტილება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებების განახლებას უკავშირდება.
წყარო: newposts.ge