მიწის რეგისტრაციის გამარტივება – პრემიერის ინიციატივა

მიწის რეგისტრაციის გამარტივება გარკვეული პერიოდის შემდეგ დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, – ამის შესახებ ექსპერტმა ნოდარ ანგურიძემ, მიწის რეგისტრაციის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, მიწის რეგისტრაციის პრობლემები განსაკუთრებით რეგიონებში იყო და პრემიერის ინიციატივა რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების გადაჭრას უზრუნველყოფს.

„ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს კვლავაც აქვს მიწის ნაკვეთები დაურეგისტრირებელი და ამას გარკვეული სახის ბარიერები ახლდა თან. ამ პროცესის გამარტივება აძლევს მოსახლეობას სწრაფად პრობლემის მოგვარების საშუალებას. მოსახლეობას მიწა შეუძლია ჰქონდეს როგორც აქტივი და ნებისმიერ დროს შეუძლიათ, გარდაქმნან ფულად აქტივში. ეს იქნება გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი თუ მიწის გამოყენებით მიღებული საბანკო პროდუქტები, რაც მათ მისცემს დამოუკიდებელ შესაძლებლობას, აწარმოონ საქმიანობა“, – განაცხადა ოთარ ანგურიძემ.