დიტო ბიძინაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს აქვეყნებს:
ერთი ფბ მეგობარი მივაბრძანე, რომელიც ზრდილობასთანაც შორს იყო, ტაქტის არსებობის შესახებაც არაფერი იცოდა და ასევე ღიად გამოხატავდა სიხარულს მოკლულ სომხებთან დაკავშირებით. მისი გვერდი რომ დავათვალიერე, საათში ერთხელ პოსტავდა მსგავს ინფორმაციებს.
ახლა კარგად მომისმინეთ და ვინც ვერ გაიგებს, დებილები არ გამომეხმაურნონ:
ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ახლა, ამ სიტუაციაში ან აზერების ან სომხების მიმართ ასეთ პოზიციას დაიჭერს, ულაპარაკოდ დავემშვიდობები. ჯერ ამდენი ტყუილი ლაპარაკი და მჯიღის ცემა ამოვიდა კისერში. არანაირი რეალობის აღქმა, არანაირი ცივი გონება – შანსი არაა რომ ასეთმა ხალხმა ჭკუას ისწავლოს. ოდნავ მაინც ვერ ხვდება ეს ხალხი, თუ როგორ რეგიონში ცხოვრობს, ამას ვერც 90 ებში მიხვდნენ. გვყავს როგორც სომეხი ასევე აზერბაიჯანელი ეროვნების მოქალაქეებიც. ისედაც საშინელი პოლიტიკური ფონია და ისედაც საშინელი სოციალური მდგომარეობა. წინ არჩევნები მოდის და აი ვინმემ რომ პროვოკაცია იკადროს და შემდეგ საკუთარი მოქალაქეების დაცვის მიზნით ომი გაგვიმართოს და იმათ კიდე უფრო დიდი ქვეყნები შემოყვნენ, მერე სად მამაჩემთან მიძვრებით? რა, ასეთი სცენარი არ მოხდა აფხაზეთშიც? ჰე ვიძახოთ ახლა ისტორია ჩვენს მხარესაა, სიმართლე ჩვენია, მსოფლიო თანამეგობრობა ჩვენ გვიჭერს მხარს და ა.შ მერე? რა შედეგი მოგვცა ამ ყველაფერმა? ვისი იმედი გაქვთ, შეშფოთებული მეგობრების თუ ულტრა ლიბერალების, რომლებსაც საკუთარი კომფორტის მეტი არაფერი აინტერესებთ?
ზუსტად პატარა ხალხს უხარია კვლა, ომი, ნგრევა. ერთ რამეს ვარ დაკვირვებული: უამრავი ომის ვეტერანი მყავს მეგობრებში და არც მათგანი მტერთან მიმართებაშიც კი არ იძახის ასეთ ფრაზებს ანუ ტყუილად არა აღიზიანებს არავის, არადა ამის ასობით მიზეზი აქვთ, რომ ასე ისაუბრონ. მაგრამ ისინი კაცები არიან და კარგად იციან ომის ფასიც, სიმძიმეც და მისგან გამოწვეული ტკივილიც. უფრო კარგად კიდე მშვიდობის ფასი იცის ამ ხალხმა. ზოგს რომ ვიდეო თამაშები გონია ომი, ზოგსაც უბრალოდ კაი კაცის სახელის მოხვეჭა სურს და ა.შ
ტრაბახით არ ვამბობ და ბევრ იმათზე კარგად ვიცი ჩვენი ისტორია, ვინც ისტორიის ლექციებს კითხულობს ან უშუალოდ იყო იმ ამბების მონაწილე, და ძალიან გთხოვთ, საგანმანათლებლო სემინარებისგან თავი შეიკავეთ.
არის ერთი რამე რაც მთელი ეს 30 წელი ვერ ვისწავლეთ, არადა წესით უნდა გვესწავლა: დროის და მომენტის შერჩევაში, დიდი ორიანი გვეკუთვნის. სად გინახავთ, რომ საჯაროდ ყვებოდნენ სახელმწიფო ამბებს? სად გინახავთ რომ მტერს აღიზიანებდე, ცარიელ სიტყვებს ურახუნებდე და სიტყვებს იქით ვერაფერს აკეთებდე? გულს იფხანთ და ეს გსიამოვნებთ? მაშინ მთლად წასულა ჩვენი საქმე და ეგაა.
ასეთი მაგრები თუ ხართ და შუაზე სკდებით, აფხაზეთს რატომ იცავდა 10-12 ათასი კაცი, როდესაც 5 მილიონი ვიყავით? არ ხარ მებრძოლი? – გაჩუმდი მაინც და სხვებს ატყუებ.
განსაკუთრებით, ეგრეთწოდებული ექსპერტები დაოკდით და თუ აშუქებთ მოვლენებს, ემოციების და მიკერძოების გარეშე. გადასარევად ვიცი ვინ, სად, როდის, როგორ, რა დაგვიშავა და გვიმტრო, უბრალოდ ტყუილად ენის ტლიკინი მაგრად ტეხავს. ერთი პატარა პროვოკაციაც კი დაძაბავს სიტუაციას იმ ხალხში, ვინც დღემდე ნორმალურადაც კი არ იცის ქართული ენა! ეს კიდე ცალკე თემაა და ცალკე პრობლემა!