ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ ხვალ ყველა იმ კინოთეატრთან იქნებიან მობილიზებულები, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გაიმართება. მთავარი ლოკაცია კინოთეატრი „ამირანი“ იქნება.
„კინოთეატრი „ამირანში“ დიდი დარბაზია და სავარაუდოდ, იქ მივლენ საელჩოების თანამშრომლები. ბილეთების უმეტესობა გაყიდულია საელჩოებზე, ასეთი ინფორმაცია გვაქვს და არა მგონია ვცდებოდეთ. ჩვენ ვეცდებით, რომ ყოველგვარი ძალადობის გარეშე ეს კინოჩვენება ჩავშალოთ. ჯგუფებად გავიყოფით და გავნაწილდებით. ვნახოთ, როგორ გვეყოფა ძალები“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.
მისივე თქმით, კინოჩვენების ჩაშლის მშვიდობიან მეთოდებს შორის კინოდარბაზის წინასწარი დაკავება და კინოთეატრების შესასვლელების სხვადასხვა მეთოდით ბლოკირებაა.