ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპზე: მეცნიერებს დაუჯეროს და მხარი დაუჭიროს პირბადის სავალდებულო ტარებას

„დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა კოვიდინფიცირებულ დონალდ ტრამპს მოუწოდა, მეცნიერებს დაუჯეროს.

 

ქალაქ მაიამიში სიტყვით გამოსვლისას ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ იგი კვლავ ლოცულობს პრეზიდენტისა და პირველი ლედისთვის, რომლებიც ისევე, როგორც უამრავი ამერიკული ოჯახი კორონავირუსის წინაშე აღმოჩნდნენ.

„გამიხარდა, რომ პრეზიდენტი კვლავ სიტყვით გამოდის და ვიდეომიმართვებს ავრცელებს. ახლა, როდესაც საარჩევნო ტვიტების წერითაა დაკავებული, მინდა ვთხოვო, მეცნიერებს დაუჯეროს და მხარი დაუჭიროს პირბადის სავალდებულო ტარებას ქვეყნის მასშტაბით“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას საავადმყოფოდან დღეს გაწერენ.

2 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. კოვიდინფექცია დაუდგინდა ტრამპის მრჩეველსაც. დონალდ ტრამპი უოლტერ რიდის სახელობის ეროვნულ სამხედრო-სამედიცინო ცენტრში პრევენციის მიზნით გადაიყვანეს.

“იმედი”