რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, – ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
„მხარეებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული დაპირისპირების ესკალაციის საკითხი განიხილეს, რომელმაც მასშტაბური ხასიათი მიიღო და ორივე მხარის სერიოზული დანაკარგი გამოიწვია, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე თქმით, ვლადიმერ პუტინმა სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
კრემლის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი სომხური მხარის ინიციატივით გაიმართა.
“აიპიენი”