მიადგნენ რაჭას – ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედში, ფართო მასშტაბიანი თერმოსკრინინგი იწყება

დღეიდან, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედში, ფართო მასშტაბიანი თერმოსკრინინგი იწყება. სოფელში თბილისიდან ჩასულ მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა.

ამ დრომდე კონტაქტების დასადგენად ეპიდემიოლოგები აქტიურად მუშაობენ. დადგენილია 23 ახლო კონტაქტი. ინფიცირებული პაციენტი კლინიკაშია მოთავსებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

 

“იმედინიუსი”