თავიდანვე გონიერება გამოგვეჩინა, ვინც შუღლს აღვივებდა,”თავში უნდა ჩაგვეცხო” და პოლიტიკაში მოსვლა აგვეკრძალა- ვასო კოტაშვილი

ვასო კოტაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” გზავნილს ავრცელებს:

 

თავიდანვე გონიერება რომ გამოგვეჩინა, ვინც კი საქართველოს კუთხეებსა და ეროვნებებს შორის შუღლს აღვივებდა,”თავში უნდა ჩაგვეცხო” და პოლიტიკაში მოსვლა აგვეკრძალა. ამით, მთელ რიგ იმ უბედურებებს ავიცილებდით, რაც კი რამ გადაგვხდა ცრუ-პატრიოტებისა და ამჟამინდელი ეგრეთ წოდებული სტრატეგიული პარტნიორების ჩარევით- სამოქალაქო ომი, ძმათამკვლელი ომები, დანაწევრებული საქართველო, ადამიანებისთვის შეურაცმყოფელი, მახინჯი კანონები. ახლა ნამდვილ,თავისუფალ საქართველოში ვიცხოვრებდით,განსხვავებული საგარეო კურსით და უსაფრთხოების გარანტიებით.

წყარო