ყირგიზეთის ცესკომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები ბათილად ცნო

ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები ბათილად ცნო.

 

შეგახსენებთ, რომ წინასწარი მონაცემებით, პარლამენტში პროსამთავრობო პარტიები „ბირიმდიკი“ (24.5%) და „მეყენიმ ყირგიზეთი“ (23.8%), ასევე ცენტრისტული პარტიები „ყირგიზეთი“ (8.7%) და „ბუთუნ ყირგიზეთი“ (7.1%) მოხვდნენ.

სხვა პარტიებმა 7%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს, რის მიზეზადაც ხმების ფალსიფიცირება დაასახელეს.

ბიშკეკის ცენტრში საპროტესტო აქციები 5 ოქტომბერს დაიწყო. საპროტესტო აქციაზე მომხდარი დაპირისპირებისას ერთი ადამიანი დაიღუპა, 590 კი დაშავდა.

ქვეყნის პრეზიდენტის, სოორონბაი ჟეენბეკოვის განცხადებით, რამდენიმე პოლიტიკური ძალა აქციის მონაწილეების გამოყენებით ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობს. ყირგიზეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირებული დარღვევების გამოძიებისა და საჭიროების შემთხვევაში, არჩევნების შედეგების გაუქმების თხოვნით მიმართა.

საპარლამენტო არჩევნები ყირგიზეთში 4 ოქტომბერს გაიმართა. არჩევნებში სულ 16 პარტია მონაწილეობდა. 12-მა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა.

“წყარო”