დამოუკიდებელი, უპარტიო მაჟორიტარობის კანდიდატი ქ.თბილისის, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში, დიმიტრი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
გთხოვთ გააზიაროთ!!! ბატონებო და ქალბატონებო, ვინც წარმოადგენთ საარჩევნო რეგისტრაციაში გავლილი 58 პოლიტიკური საარჩევნო სუბიექტის lპოლიტსაბჭოებს, რეგიონალურ ოფისებსა და მაჟორიტარულ ოლქებს, ვინც მნიშვნელოვან რესურსებს ხარჯავთ , რომ თქვენი პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ გზავნილებმა მიაღწიოს საზოგადოებამდე, იმ ამომრჩევლამდე, რომელმაც თქვენდამი ნდობის გამოხატულება უნდა ასახოს საარჩევნო უბანზე , ფარდის მიღმა, საკუთარ სინდისთან მარტო დარჩენილნმა, იცოდეთ, რომ ყველაზე მეტად ,რაც ამ ხალხს, თქვენს სამიზნეს, დღეს აწუხებს ეს არის უზარმაზარი საფინანსო მახრჩობელა გველი, რომელსაც ყველა სალტე შემოგრაგნილი აქვს ადამიანის მთელ ტანზე და ძვლებში შლის მას, სუნთქვის საშუალებას არ აძლევს , გუდავს და ახრჩობს მასთან ერთად იმ მომავალს, რომელიც უიმედო თავალით მისჩერებია თავის საყრდენს -მშობელს, რომელიც ვეღარაფრით ანუგეშებს მას და ასე ,ამ ყოფაში ილევა წუთუსოფელი..
აქედან გამოსავალი არსებობს, რადგან არ არსებობს ოჯახი , უმცირესი გამონაკლისების გარდა, რომელიც არ განიცდიდეს უზარმაზარ სტრესს საბანკო სისტემის მაფიოზური, ბანდიტური და ყოველგვარ ზღვარს გადასული მსახვრალი ხელის მოქმედებიდან გამომდინარე. ამის პირდაპირ მტკიცებულებად და დადასტურებად ისიც კმარა, რომ ქვეყანაში არსებული 840.000 პენსიონერის ე.წ. პენსიებს დაპატრონებილი “ლიბერთი ბანკი” სოციალურ სესხებს ამ ისედაც ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე მყოფ ადამიანებს 38% უმტკიცებს და როგორც ციყვი დოლურაში ისე ჰყავს მომწყვდეული თავის კაბალაში ადამიანები , რომელთა”საპენსიო” შემოსავალი მინიმალური საარსებო კალათის რეალური ღირებულების ერთ მესამედს არ აღემატება(!) და ჩვენ ეს ყველამ ვიცით და ჩვენ ყველა ამაზე თვალს ვხუჭავთ და ვუყრუებთ!!!
დანარჩენ ბანკებსა და მათი სავახშო კაპიტალის მონაწილეობაზე სხვადასხვა კარტელებში, იქნება ეს სადაზღვეო, წყლის ინდუსტრიისა თუ ფარმაკოლოგიურ ბიზნესებში, ყველას მშვენივრად მოგვეხსენება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვეგუებით საბანკო კარტელური დიქტატურის არსებობის ფაქტს, როგორც ამავე დროს საარჩევნო მოცემულობასაც , რადგან თუ კარგად დააკვირდებით ძირითად სახელისუფლო თუ ყოფილ სახელისუფლო პარტიულ მონსტრებს, მათ უკან, კონკრეტული ბანკები იგულისხმებიან, რომლებიც ორგანული, ოპერატიულ-ტექნიკური დანამატები არიან ამ პარტიებისა და უზრუნველყოფენ ზურგის სამსახურს, დატანჯული და უმუშევრობით წელგაწყვეტილი მოქალაეებისგან ამოწოვილი უკანასკნელი რესურსებით!
დღეს, როდესაც კოვიდ პანდემიის ისტერიის ფონზე, ქვეყანაში ჩამოიშალა ეკონომიკა და მძვინვარებს ფინანსური კრიზისი, როდესაც ეკონომიკის რეალურ სეგმენტებში სრული კატასტროფა მივიღეთ და ხალხი უპერსპექტივოდ დარჩა შემოსავლის გარეშე, როდესაც პანდემიის მეორე ტალღის ფარგლებში დღიური სტატისტიკა გეომეტრიული პროგრესიით მატულობს, ბანკებმა და საფინანსო ინსტიტუტებმა ერთხმად ჩათვალეს, რომ დადგა დრო ფორსირებულად ამოიღონ შემოსავალშერჩენილი მოსახლეობიდან ფინანსები და რესტრუქტურიზებულ სესხებს აუწიეს საპროცენტო განაკვეთები, განვლილი თვეების გადაუხდელი პროცენტებისგან კი შეადგინეს იმგვარი საგადასახადო ვალდებულება, რომ მნიშვნელოვნად გაზარდეს საკუთარი მოგების მარჟა!!!
მარტივი და ყველასთვის გასაგებია , რასაც სჩადიან ეს უნამუსო ბანკები და ფინანსური ორგანიზაციები, ისინი არ აპირებენ გაიზიარონ საყოველთაო კრიზისში ჩავარდნილი მოსახლეობის უკიდურესი მდგომარეობა და დაუსჯელობით გათამამებულნი ფაქტობრივად ეწევიან მარადიორობას იზოლაციაში მომწყვდეულ ქვეყანაში, დასაკისრებელი სანქციის მუქარით ძალადობენ საზოგადოებაზე, რომელსაც დიდი ხანია , რაც დაშორდნენ!!!!
58 სუბიექტი ვახსენე და რა საკვირველია, მათში ისინი არ იგულისხმებიან , ვის პოლიტიკურ აწმყოსა და მომავალს, ვამპირი საბანკო სისტემა უმაგრებს ზურგს, მაგრამ ხომ ხართ დანარჩენები, ხალხის რჩეულობაზე პრეტენზიის მქონე პოლიტიკური სუბიექტები, ჰოდა თქვენს ლიდერებს მივმართავ და თქვენ მოგმართავთ პატივცემულო ლიდერებო, ქალბატონებო და ბატონებო, მეგობრებო, სწორედ ახლა, საყოველთაო კრიზისისა და წინასაარჩევნო ბატალიების პროცესში, შევქმნათ საბანკო კარტელური დიქტატურისგან გათავისუფლების საორგანიზაციო კომიტეტი, გავაერთიანოთ რესურსები, დავაფუძნოთ რეგიონული მართვის საყრდენი ცენტრები და დავძრათ ხალხი მათივე უფლებებისთვის მოთხოვნით, რომ ქვეყანაში შედგეს საბანკო სისტემის ფუნდამენტური რეფორმა, ადამიანზე ორიენტირებული პირობებით და ტანს შემოხვეული მახრჩობელა გველისგან ვიხსნათ ქვეყანა და მისი მომავალი!!!!
ღრმა პატივისცემითა და სიყვარულით , დამოუკიდებელი, უპარტიო მაჟორიტარობის კანდიდატი ქ.თბილისის, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში დიმიტრი ლორთქიფანიძე.
lortkipanidzedimitri@gmail.com