ისტორიკოსი ნოდარ ნადირაძე სოციალურ ქსელში გზავნილს აქვეყნებს:
გადაგრევს ეს ხალხი! სსრკ-ს დემონტაჟით რომ ციურ მანანას ელოდა! ყოფილ სსრკ-ს ინაწილებენ,როგორც ნადავლს! ყველა მის “დოლიას” რომ მოინდომებს რა,ეჭვი გეპარებათ? რატომ ჰგონია ვინმეს,რომ რუსეთი მის “წილზე” უარს იტყვის? საქართველოში მისი განაღდებული აქვს…თითქმის! დანარჩენსაც მიხედავენ კრემლის,დასავლეთის გარკვეული წრეებიდან მართული,ახალი მეპატრონეები! ბევრს მაგრად ერევა ერთმანეთში ძველი და ახალი რუსეთი…ეს კიდევ გასაგებია,ჩაციკლული არიან ცრუ წარმოდგენებში! სხვათაშორის,თურქეთსაც ვერ აფასებენ სათანადოდ! ეს,ის თურქეთია,რომელიც ნატოს ალიანსში,მეორეა სიძლიერით აშშ-ს შემდეგ! დარწმუნებული ვარ,რომ ბევრმა,პოლიტიკოსად რომ მოაქვს თავი,”გარტყმაში” არაა,რომ ეს სწორედ ის ოსმალეთია,რომელმაც კონსტანტინოპოლი(ბიზანტია),რომის იმპერიის ნახევარი დაითავისა და ყურებზე ხახვიც ვერავინ დააჭრა! ასე,რომ რუსეთი და თურქეთი გარიგდებიან კავკასიის საკითხებში…გასაყოფსაც გაიყოფენ! ჩვენი ე.წ.სახელმწიფოს ე.წ.მთავრობა კი ხელს მოაწერს იმას,რასაც ეტყვიან! …სანაცვლოდ,ზოგს კნიაზობას მისცემენ,ზოგს ხონთქრობას! ასე და ამრიგად დასრულდება დემოკრატიული ზღაპარი,რომელი ასე ლამაზად დაიწყო! ბოლო კი იქნება ასეთი: იყო და არა იყო რა! ხალხი? ხალხს ბატონმა ბიძინამ,მგონი გასაგებად უთხრა: წადით სადაც მოახერხოთ და უშველეთ თავსო…